ვინიარდ ფილმზის საქმიანობის ძირითად სფეროს სარეკლამო რგოლების, ფილმების და მუსიკალური კლიპების გადაღების ორგანიზება და მომსახურება წარმოადგენს.
კომპანია 2012 წელს თბილისში, საქართველოში დაარსდა და საერთაშორისო ბაზრის კონკურენტულ გარემოში თავისი ნიშა დაიკავა.
ჩვენს მიზანს საინტერესო პროექტების მოზიდვა და განხორციელება წარმოადგენს. კომპნია გთავაზობთ ხარისხიან მაღალკვალიფიციურ მომსახურებას და ლოიალურ ფასებს. ვინიარდ ფილმზი გადაღებას და მის თანმხლებ შემოქმედებით პროცესს გააიოლებს და თქვენთვის უფრო კომფორტულს გახდის.
კომპანიას მართავს ახალგაზრდა, ენერგიული, მეგობრული და კრეატიული გუნდი, რომლის ყველა წევრს, კინოს და რეკლამის წარმოებაში წლების მანძილზზე საკმაოდ მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა.
საქართველო უნიკალური მდებარეობისა და კლიმატური მრავაფეროვნების გამო, კინოწარმოების სფეროს აქტიური პროფესიონალებისთვის იდეალურ გადასაღებ მოედანს წარმოადგენს.
2016 წლიდან, ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარებისათვის ახალი ხელისშემწყობი ფაქტორი დაინერგა : ამუშავდა სახელმწიფო პროექტი”აწარმოე საქართველოში, რაც ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20% დან 25% ანაზღაურებას გულისხმობს.